Tag Archives: ჯირკვალი

ათირეოზი

ათირეოზი – (athireosis; ბერძ. a – უარყ. + thireos ფარი + osis) ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი უქონლობა. 2. ათირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების უკმარისობა ან არარსებობა;ჩვილებში იწვევს კრეტინიზმს,მოზრდილებში კი მიქსედემას.  განმარტებითი ლექსიკონი

ადრენოლეიკოდისტროფია

განმარტებითი ლექსიკონი ადრენოლეიკოდისტროფია – მემკვიდრული დაავადება,რომელიც იწვევს სხვადასხვა ნევროლოგიურ დარღვევებს ბავშვებში და მოზრდილებში.ვლინდება ფეხების პროგრესირებადი სპასტიური დამბლის და მათი მგრძნობელობის დაკარგვის,თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირების უკმარისობის და სასქესო ჯირკვლების ნორმასთან შედარებით მცირე ზომების სახით.