Tag Archives: ჰიპერ

ჰიპერჰეპარინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერჰეპარინემია – (hyperheparinaemia; ჰიპერ –  + ჰეპარინი + ბერძ. haima სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, განპირობებული სისხლში ჰეპარინის მომატებული შემცველობით და ხასიათდება ჰემორაგიული დიათეზით (მაგ. მსხვილ სახსრებში სისხლჩაქცევებით); გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპერქრომაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომაზია – (hyperchromasia; ჰიპერ –  + ბერძ. chroma ფერი, შეფერვა; სინ. ჰიპერქრომია) ერითროციტების გაძლიერებული შეფერვა მათში ჰემოგლობინის შემცველობის მომატებით; ხასიათდება ფერადობის მაჩვენებლის მომატებით (1,0 ზემოთ); აღინიშნება ზოგიერთი ჰემოლიზური ანემიების დროს, შერწყმული მაკროციტოზთან და მეგალოციტოზთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა