Tag Archives: ათწლეულში

ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების გამო, რაც განპირობებული შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნით ან მისი ჰიპოპლაზიით ჰიპოთალამუსის დაზიანების შედეგად. ცხოვრების მეორე

Read More

შარკო – მარი – ტუტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკო  – მარი – ტუტის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დეგენერაციით. ერთ შემთხვევაში დაავადება უკავშირდება მათი მიელინური გარსების წარმოქმნის დარღვევას (დემიელინიზირებადი, ანუ ჰიპერტროფული ვარიანტი), სხვა შემთხვევებში ზიანდება აქსონები (ნეირონული, ანუ აქსონური ვარიანტი). დაავადება  ვლინდება სიცოცხლის პირველ ათწლეულში სიარულის მანერის ცვლილებით, სირბილის ან

Read More

ოჯახური ამილოიდური ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოჯახური ამილოიდური ნევროპათია – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ხასიათდება ამილოიდის ჩალაგებით პერიფერიულ ნერვებსა და სხვა ქსოვილებში. დაავადების I ტიპი ვლინდება სიცოცხლის 3 – 4 ათწლეულში ქვედა კიდურების დისტალური ნაწილებში მგრძნობელობის დარღვევითა და ტკივილებით, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიით, იმპოტენციით, ოფლის, შარდის გამოყოფის დარღვევით და

Read More

ნეიტროპენიები მემკვიდრეობითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიტროპენიები მემკვიდრეობითი – (ნეიტრო{ფილები} + ბერძ. Penia სიმწირე) დაავადებათა ჯგუფი, რომელთა ძირითადი ნიშანია სისხლში და ძვლის ტვინში ნეიტროფილების რიცხვის მუდმივი ან პერიოდულად მკვეთრი დაცემა. მიაკუთვნებენ იშვიათ დაავადებებს. მუდმივი ნეიტროპენია ხასიათდება განმეორებადი ინფექციური პროცესებით, რომელიც ვითარდება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში, კანზე აღინიშნება ფურუნკულები, ფილტვებში აბსცესები, ნაწლავის წყლულები და

Read More

ლებერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლებერის დაავადება – მხედველობის ნერვების მემკვიდრეობითი დეგენერაცია; ვლინდება სიცოცხლის მე – 3 ათწლეულში, ცენტრალური მხედველობის ქვემწვავედ მიმდინარე დაზიანებით. თავდაპირველად ზიანდება ერთი, შემდგომ კი მეორე თვალიც (ერთ წლის განმავლობაში). მხედველობის სიმახვილე შესაძლოა დაეცეს ნულამდე. შემთხვევათა უმრავლესობაში პროცესი შეუქცევადია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More