Tag Archives: ბავშვებში

ანემია დღენაკლთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანემია დღენაკლთა – (anaemia praematurorum) ანემია, რომელიც ვითარდება დღენაკლ ბავშვებში; განასხვავებენ დღენაკლთა ანემიას სიცოცხლის პირველი თვის ბოლოსა და მეორე თვის დასაწყისში, რომელიც განპირობებულია ერითროციტების არასაკმარისი პროდუქციით და დღენაკლთა ანემიას სიცოცხლის მესამე – მეოთხე თვიდან, რაც უკავშირდება არასრულფასოვანი კვებით გამოწვეულ რკინის დეფიციტს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო

Read More

ალპერსის სინდრომი

ალპერსის სინდრომი – (В. J. Alpers, ამერ. ნეიროქირურგი; სინ. ტვინის პოლიდისტროფია პროგრესული) ბავშვებში სიბრმავის, კრუნჩხვების, კუნთოვანი ტონუსის სპასტიკური ცვლილებების, მიოკლონუსის, ჭკუასუსტობის განვითარება, რაც უკავშირდება ტვინის რუხი ნივთიერების დეგენერაციულ ცვლილებებს; აქვს მემკვიდრეობითი ხასიათი, გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი