Tag Archives: გართულებების

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი – მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენით; მყარადაა შენარჩუნებული დაფის აპკის გახრეტილი არე და ქვეითდება სმენა. დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება, ცხვირსა და ცხვირხახაში ქორონიკული პათოლოგიური პროცესი, არარაციონალური მკურნალობა. სიმპტომები, მიმდინარეობა. სმენის დაქვეითება. ოტოსკოპიით ვლინდება

Read More

ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი ხშირად ერევათ ნაწლავების ფუნქციონალურ დარღვევებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეკრულობები). მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ერთერთი მიზეზია ინტოქსიკაცია,

Read More

ქორიოდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოდიტი – (ანატ. choriodea – თვალის საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსი) თვალის სიხლძარღვოვანი გარსის ანთება. პროცესში ერთვება თვალის ბადურა. ქორიოდიტის განვითარებაში გარკვეული როლი ენიჭება ინფექციას – ტუბერკულოზური, ტოქსოპლაზმური, სტრეპტო –  და სტაფილოკოკური, ვირუსული, სიფილისური, ბრუცელოზური და სხვ. პროცესში ბადურის ჩართვისას ვითარდება მხედველობის დარღვევა. დაავადების პროგრესირება იწვევს ბადურის შემღვრევას დაზიანებული

Read More

ფლებოტოდერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფლებოტოდერმია – (phlebotodermia)დერმატოზი, რომელიც წარმოიქმნება კანის მომატებული მგრძნობელობის შედეგად მოსკიტების (Phlebotomus გვარის) სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტისადმი. დაავადებას აქვს სეზონური ხასიათი (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა). კლინიკური სურათი ხასიათდება  კანის ღია ნაწილებზე მცირე ზომის შეშუპებული პაპულების გაჩენით, რასაცთან ახლავს წვა და ქავილი. მწერების განმეორებითი კბენის შემდეგ  პაპულები შესაძლოა გარდაიქმნან უფრო მკვრივ

Read More

ფილტვების თანდაყოლილი ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების თანდაყოლილი ცისტები – ცისტები შეიძლება  იყოს ჰაერით ან სითხით ავსებული, ერთეული ან მრავლობითი. ისინი წარმოიქმნებიან ემბრიოგენეზის იმ პერიოდში, როდესაც ფორმირდება ბრონქები და ალვეოლები. ადრეულ სტადიებზე ორგანოგენეზის დარღვევის დროს ვითარდება ერთეული ცისტები, გვიან  სტადიებზე  –  მრავლობითი ცისტები. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია გართულებების არსებობაზე ან არარსებობაზე: ცისტის დაჩირქება, მისი

Read More