Tag Archives: ელემენტებს

ექსუდატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდატი – (გამონაჟონი) სითხე, რომელიც ანთების დროს გროვდება ორგანიზმის ღრუებსა და ქსოვილებში; წარმოადგენს ცილით მდიდარ სითხეს, რომელიც შეიცავს სისხლის ფორმიან ელემენტებს და გამოდის სისხლძარღვის კედლიდან გარემომცველ ქსოვილებში. ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ფიბრინული, ჩირქოვანი და ჰემორაგიული გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More

ბაზალური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური მემბრანა – (membrana basalis ბერძნ.basis – სა­ფუძველი) რთული, დინამიური, აქტიური ნახშირწყლოვან – ცილოვან – ლიპიდური კომპლექსია და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრუ­ლებს შე­მაერთებელი ქსოვილის უჯრედებს, მის წარმონაქმნებსა და სხვა მუშა ქსოვილოვან ელემენტებს შორის. ქსოვილის შემადგენელი უჯრედები და მათი წარმონაქმნები მეზობელ სხვა ქსოვილთა უჯრედებისაგან გამიჯ­ნულია ბაზალური მემბრანით (ბაზალური ფირფიტა).

Read More