Tag Archives: ზეწოლის

ოპალსკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპალსკის სინდრომი – (A. Opalski, პოლონელი ნევროპათოლოგი)გულის ფრიალისა და არტერიული ჰიპერტენზიის განმეორებითი შეტევები, რასაც თან ახლავს მუცელში ზეწოლის გრძნობა, თავბრუსხვევა, ხშირად შიშები; აღინიშნება ჰიპოთალამუსის კეროვანის დაზიანების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნაღვლკენჭოვანი დაავადება

ნაღვლკენჭოვანი დაავადება – (ქირურგ.) ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების წარმოქმნით. მის განვითარებას ხელს უწყობს ქოლესტერინის და ზოგიერთი მარილის ცვლის დარღვევა, ნაღვლის გამომყოფი გზების ინფექციები, ნაღვლის გამოსვლის დარღვევა ბუშტიდან. კენჭები შეიძლება შედგებოდნენ ქოლესტერინისგან, ბილირუბინისგან, კალციუმის მარილებისგან. სიმპტომები. ყველაზე ტიპიურია ნაღვლის კოლიკა და დისპეფსიური მოვლენები. კოლიკის დროს ვითარდება ტკივილი, ხშირად ძალიან ძლიერი, მარცხენა ნეკნქვეშა

Read More