შარდის ბუშტის კენჭები. – (ქირურგ.) მათ წარმოქმნას ხელს უწყობს: მინერალური მარილებით მდიდარი სასმელი წყლის გამოყენება, შარდის შეკავება ბუშტში, ინფექციები და უცხო სხეულები. შარდის ბუშტის კენჭებს ეწოდება პირველადი, ხოლო თირკმლის კენჭებს, რომლებიც ჩამოსულია შარდის ბუშტში – მეორადი. კენჭების ფორმა და ქიმიური შედგენილობა მრავალფეროვანია. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი სიმპტომებია ტკივილები, შარდის გამოყოფის მოშლა და მისი ხასიათის ცვლილება. ტკივილები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუნქციური დამოკიდებულება – ობიექტურ მოვლენებს ან მათ ამსახველ სიდიდეებს შორის მდგრადი ურთიერთკავშირის ფორმა, რომლის დროსაც ერთ მოვლენათა ცვლა მეორეთა გარკვეულ რაოდენობრივ ცვლას იწვევს. ობიექტურად ფუნქციური დამოკიდებულება გამოვლინდება კანონებისა და მიმართებების სახით, რომელთაც ზუსტი რაოდენობრივი განსაზღვრულობა აქვთ. ისინი პრინციპში შეიძლება გამოიხატონ განტოლებებით, რომლებიც აერთიანებენ მოცემულ სიდიდეებს ან მოვლენებს,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტერეოტაქსური მეთოდი – (ბერძ. Stereos მყარი, მოცულობითი სივრცითი + taxis განლაგება) ტვინის ღრმად მდებარე სტრუქტურებზე ქირურგიული ზემოქმედების მეთოდი ტვინის და ქალას ორიენტირების გამოყენებით. ნეიროქირურგიაში და ნეიროფიზიოლოგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის გარკვეულ წერტილამდე მიღწევა ქირურგიული ინსტრუმენტით, ისე რომ მინიმალურად დაზიანდეს მისი სხვა ნაწილები. სტერეოტაქსული მეთოდის ძირითადი ამოცანაა ტვინის სამიზნე
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეკრეციული ჩანართები – (inclusiones secretoriae იხ.სეკრეცია) ნივთიერებები, რომლებიც ციტოპლაზმაში გროვდებიან და უჯრედიდან გამოიყოფიან სეკრეციის პროცესში. მათ ახასიათებთ ზუსტი სპეციფიკური მოქმედება ორგანიზმის გარკვეულ სტრუქტურებზე (მაგალითად, ჰორმონები, ფერმენტები და სხვ.). აგრეთვე ისინი გამოყენებულია ქსოვილების მიერ მათთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესრულების პროცესში (მაგ., საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების უჯრედების სეკრეტები მონაწილეობს საჭმლის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭო – არასამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო კავშირებს, ეროვნულ სამეცნიერო დაწესებულებებსა და საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების სამეცნიერო ასოციაციებს. მისი ისტორია იწყება აკადემიის საერთაშორო ასოციაციიდან (რომელიც დაარსებულია 1899 წ; წევრებს შორის – პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია), რომელიც 1918 – 19 – – – გარდაიქმნა საერთაშორისო