გინოგენეზი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გინოგენეზი – (gynogenesis ბერძნ.gyne – ქალი და genesis – განვითარება) სპერმატოზოიდით გააქტივებული კვერცხის განვითარება, როდესაც სპერმატოზოიდი შემდგომ აღარ მონაწილეობს ზიგოტის განვითარების პროცესში. ამ მოვლენას უწოდებენ ცრუგანაყოფიერებას, ანუ ფსევდოგამიას. გინოგენეზის კორელატია (საპირისპირო) ანდროგენეზი, როდესაც პირიქით, კვერცხუჯრედის ბირთვი არ მონაწილეობს განვითარებაში. ტერმინი შემოიღო ვილსონმა ( 1913) . (ც. გაჩეჩილაძე,