Tag Archives: კუნთებს

უჯრედისი

უჯრედისი – 1. (tela cellulosa, tela cellularis)ანატომიაში – ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი, ზოგჯერ ცხიმოვანი ქსოვილის ჩანართებით, რომელიც გარს ატყამს შინაგან ორგანოებს, ავსებს ნაპრალებს კუნთებს შორის, სისხლძარღვებს, ნერვებს და მათ ბუდეებს შორის; 2. ბიოქიმიაში – იხ. ცელულოზა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ტერატომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერატომა – 1. (teratoma ბერძნ.teras, teratos  –  მახინჯი და  – oma  –  სიმსივნე)  თანდაყოლილი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება პლურიპოტენტური ემბრიონული ქსოვილისგან. ასეთი სიმსივნე შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქსოვილოვანი კომპონენტის ნარევს (კანს, თმას, კუნთებს, ტვინოვან ქსოვილსა და ა.შ.). ტერატომა შეიძლება იყოს პირველადი სასქესო  უჯრედების წარმონაქმნიც, რომელიც შენარჩუნე­ბულია არადიფერენცირებულ მდგომარეობაში მათი

Read More

სომატური ნერვული სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური ნერვული სისტემა – –  1. ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აინერვირებს სხეულის კუნთებს, უზრუნველყოფს ორგანიზმის სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს. ხერხემლიანი ცხოველების ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს ანერვიანებენ ზურგის ტვინის წინა რქებისა და თავის ტვინის ღეროვანი ნაწილის ზოგიერთი მოტორული ბირთვის ე. წ. მოტონეირონები. მათი კოორდინირებული მოქმედება ხორციელდება პირდაპირ ან ჩართული

Read More

საღეჭი კუნთები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საღეჭი კუნთები – 1. ღეჭვის პროცესთან დაკავშირებული 4 წყვილი კუნთი. საღეჭ კუნთებს განეკუთვნება ზედაპირულად მდებარე საღეჭი, საფეთქლისა და ღრმად მდებარე შიგნითა და გარეთა ფრთისებრი კუნთები. საღეჭი კუნთები ამოძრავებს ქვედა ყბას, რაც უზრუნველყოფს ზედა და ქვედა ყბების კბილებს შორის მოქცეული საკვების დაქუცმაცებას (დაღეჭვას) ან საკვების ძირითადი მასიდან ნაწილის

Read More

პერიფერიული ნერვული სისტემა

პერიფერიული ნერვული სისტემა – ნერვული სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შორის. მასში შედის ქალას და ზურგის ტვინის ნერვები, რომლებიც გამოდიან თავის ტვინის ღეროდან და ზურგის ტვინიდან და ქმნიან ნერვულ წნულებსა და პერიფერიულ ნერვებს. პერიფერიულ ნერვულ სისტემაში შედის აგრეთვე ზურგის ტვინის, ქალას და ვეგეტატიური განგლიები, რომლებიც წარმოადგენენ ცენტრალური

Read More