Tag Archives: მასალის

გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება.

Read More

ბაქტერიული ფილტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიული ფილტრი – ბაქტერიებისა და სხვ. მიკროორგანიზმებისაგან სითხის გასაწმენდი აპარატი. ბაქტერიული ფილტრის ძირითადი ნაწილია ფორებიანი მფილტრავი ზედაპირი, რომელიც ატარებს სითხეს და აკავებს მიკროორგანიზმებს. გასაფილტრად საჭიროა გასაწმენდ სითხეზე წნევით ზემოქმედება ან მფილტრავი ზედაპირის მეორე მხარეს ჰაერის გაიშვიათება. არსებობს მინის, კერამიკული (მაგ., შამბერლანისა და ბერკეფელდის სანთლები) და მემბრანიანი ბაქტერიული

Read More