Tag Archives: მეიოზის

დიადები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიადები – (diades ბერძნ.di – ორი; იხ.სინ.უნივალენტა) მეიოზური ქრომოსომები, რომლებიც შედგებიან ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ რამდენადმე უკვე განცალკევებული ორი ქრომატიდისაგან. მეიოზური გაყოფის პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების ბირთვებში დიადების რიცხვი დიპლოიდური რიცხვის ტოლია. ჰო­მოლოგიური ქრომოსომების (დიადების) კონიუგაციის შემდეგ მეიოზის პროფაზაში იქმნება ფიგურები, ე.წ.ტეტრადები . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

გინანდრომორფიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გინანდრომორფიზმი – (ბერძნ. – ქალი, ander, ნათ. ბრუნვა andros – მამაკაცი და morphe – სახეობა, ფორმა), ანომალია, რომლის დროსაც სხეულის ნაწილებს აქვთ სხვადასხვა სქესის გენოტიპი და ნიშანთვისებები. ვითარდება ორგანიზმის უჯრედებში სასქესო ქრომოსომების განსხვავებული რიცხვის არსებობისას. გინანდრომორფიზმი უჯრედებში სასქესო ქრომოსომების არათანაბარი განაწილების შედეგია, რაც მეიოზის დარღვევისას, აგრეთვე განაყოფიერების

Read More