Tag Archives: მეხსიერების

დისმნეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისმნეზია – მეხსიერების დარღვევის საერთო სახელწოდება, რომელიც ხასიათდება დამახსოვრების უნარის დაქვეითებით, მეხსიერების მარაგის შემცირებითა და მოვლენათა წარმოსახვის გაუარესებით. დამახასიათებელია დემენციის სხვადასხვა სახეებისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დერკუმის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დერკუმის დაავადება – (F. X. Dercum, ამერ. ნევროპათ. და ფსიქიატრი; სინ.: დერკუმის სინდრომი, მტკივნეული ლიპომატოზი) ნეიროენდოკრინული დაავადება, რომლის დამახასიათებელი ნიშანია კანქვეშა უჯრედისში მრავლობითი მტკივნეული ლიპომების ან დიფუზურ – ლოკალიზებული ცხიმოვანი წარმონაქმნების განვითარება. დაავადება გვხვდება შედარებით იშვიათად; ავადდებიან უპირატესად ქალები პოსტკლიმაქტურ პერიოდში, იშვიათად – მამაკაცები; დაავადება ვითარდება ნელა;

Read More