Tag Archives: მიმართებით

პლატიბაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლატიბაზია – (ბერძ. platys – ბრტყელი basis – ფუძე) ძვლოვანი კრანიოვერტებრალური ანომალია (განვითარების თანდაყოლილი მანკი): ქალას ფუძის გამკვრივება (შემჭიდროვება), რის შედეგადაც ქალას თავქვე მდებარეობს ქალას წინა ფოსოს სიბრტყესთან მიმართებით უფრო ჰორიზონტალურად, ვიდრე ეს არის ნორმაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეორე რიგის ოოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეორე რიგის ოოციტები – (oocyti secundarii ბერძნ.oon – კვერცხი და cytos – უჯრედი; სინ.ოვოციტები) მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან მომწიფების პირველი გაყოფის შედეგად პირველი რიგის ოოციტებიდან. პირველი რიგის ოოციტებისაგან განსხვავებით, მათ აქვთ ქრომოსომათა არა დიპლოიდური, არამედ ჰაპლოიდური ნაკრები. მოკლე ინტერფაზის შემდეგ მეორე რიგის ოოციტები იყოფიან მომწიფების მეორე

Read More

გულყრა

გულყრა – უეცრად განვითარებული ხანმოკლე ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც მიმდინარეობს გონების დაკარგვით, კრუნჩხვებით ან დაცემით; ხშირად ტერმინი გამოიყენება ეპილეფსიის, კატალეფსიის, ისტერიის მიმართებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

გაფანტულობის დიაგრამა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფანტულობის დიაგრამა – გრაფიკი, რომელიც დაკვირვების შედეგების აღნიშვნისათვის პუნქტირის გამოყენებით ჯამურად ასახავს ნიშანთა განაწილებას ორ ცვლადთან მიმართებით. (სოც.კვლ.,მარკ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გართულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გართულება – (დაავადებისა) არსებული დაავადების მიმართებით მეორადი პათოლოგიური პროცესი, რომელიც წარმოიქმნება ავადმყოფის პირველადი (ძირითადი) დაავადების პათოგენეზის თავისებურებებთან დაკავშირებით ან როგორც გაუთვალისწინებელი შედეგი ჩატარებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა