Tag Archives: მიმდინარეობით

პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია.

Read More

პარაზიტული დაავადებები

პარაზიტული დაავადებები – დაავადებების ჯგუფი, რომლებსაც იწვევენ ცხოველ – პარაზიტები (პარაზიტული ჭიები, უმარტივესები, ფეხსახსრიანები) და ხასიათდებიან ციკლურობთ, ხშირად ხანგრძლივი მიმდინარეობით, პოსტინვაზიური, ჩვეულებრივ, არახანგრძლივი იმუნიტეტის განვითარებით. გამოყოფენ ჰელმინთოზებს, პროტოიზოოზებს, ენთომოზებს, და აკარიაზებს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი