ოჯახური ამილოიდური ნევროპათია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოჯახური ამილოიდური ნევროპათია – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ხასიათდება ამილოიდის ჩალაგებით პერიფერიულ ნერვებსა და სხვა ქსოვილებში. დაავადების I ტიპი ვლინდება სიცოცხლის 3 – 4 ათწლეულში ქვედა კიდურების დისტალური ნაწილებში მგრძნობელობის დარღვევითა და ტკივილებით, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიით, იმპოტენციით, ოფლის, შარდის გამოყოფის დარღვევით და