Tag Archives: ნივთიერებათა

ადენოზინფოსფორის მჟავები

ლალი დათეშიძე

ადენოზინფოსფორის მჟავები – ნუკლეოტიდები (იხ.), ადენოზინის მონო – , და დი – , და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი (იხ.), ნახშირწყალი რიბოზა (იხ.) და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ – სა და ატფ – ში ქიმ. ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს (იხ.) უწოდებენ.

Read More

აბსორბცია, შეწოვა, შთანთქმა, შესრუტვა

აბსორბცია, შეწოვა, შთანთქმა, შესრუტვა – სხვადასხვა ნივთიერების (უჯრედთა შორის გავლით) სისხლსა და ლიმფაში შესვლის ფიზიოლოგიური პროცესი. ნივთიერებათა შეწოვა წარმოებს საჭმლის მომნელებელი მილიდან, თუ ორგანოებიდან, კანისა და ჭრილობის ზედაპირიდან (ს.ა. აბაშიძე, ლ.ა. აბაშიძე რუსულ – ლათინურ – ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი)