Tag Archives: რევმატიზმის

ტრიკუსპიდალური სტენოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური სტენოზი – გულის მანკი: მარჯვენა წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის შევიწროება, აღინიშნება უმთავრესად რევმატიზმის დროს, იშვიათად ინფექციური რევმოკარდიტის დროს ან თანდაყოლილია. როგორც წესი შერწყმულია მიტრალურ და აორტალურ სარქვლების მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვით, ღვიძლის გადიდებით, შეშუპებებით, მარჯვენა წინაგულის გადიდების ნიშნებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობა – ქირურგიულია. გაფრთხილება!

Read More

სტომატოგენური ინფექცია ქრონიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტომატოგენური ინფექცია ქრონიკული – ქრონიკული ანთების კერა  პირის ღრუში,  რომელიც იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას. სიმპტომები. ახასიათებს დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობა. ვლინდება სისუსტე, სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი,   სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა, ლეიკოციტოზი, რომელიც მონაცვლეობს ლეიკოპენიასთან, ლიმფოციტოზი, მეორადი ანემია, ედსის მომატება. კანის დადებითი სინჯები ალერგენებზე, კერძოდ სტრეპტოკოკური. ვლინდება კბილები მკვდარი პულპით, პაროდონტული

Read More

რევმოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რევმოკარდიტი – რევმატიზმის დროს გულის კედლის ყველა, ან მისი ცალკეული გარსის ანთება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლისეროზიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლისეროზიტი – სეროზული გარსების ერთდროული ანთება, რომლითაც ამოფენილია ორგანიზმის ღრუები; აღინიშნება ტუბერკულოზისა და რევმატიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლიართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიართრიტი – რამდენიმე სახსრის ერთდროული ან მიმდევრობითი დაზიანება რევმატიზმის, გრიპის და სხვ. დაავადებების დროს. ვლინდება ტკივილით, კანის შეწითლებით, შესიებით დაზიანებული სახსრის მიდამოში, მოძრაობის შეზღუდვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა