Tag Archives: სახისა

სიოგრენ – ლარსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიოგრენ – ლარსონის სინდრომი – იქტიოზის, ოლიგოფრენიისა და სპასტიკური დამბლის არსებობა, მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ხშირია ჩრდილოეთ შვეციაში. ძირითადი ნიშანია მთელი სხეულის იქტიოზი (გარდა სახისა, იღლიებისა და თავის თმიანი ნაწილისა).აღინიშნება ოლიგოფრენია, სიარულის დარღვევა, კუნთების ტონუსის მომატება, მყესთა რეფლექსის გაძლიერება, ავადმყოფთა გიგანტური ან ჯუჯა სიმაღლე. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

სანერწყვე ჯირკვლების კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანერწყვე ჯირკვლების კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდeბა ყბა – ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ციპინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმოიდული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, იზრდებიან ნელა, ძნელად გადანაცვლდებიან, იწვევენ ძლიერ ტკივილს, მიმიკური მუსკულატურის დამბლას. ამ სიმსივნისათვის დამახასიათებელია ჰემატოგენური მეტასტაზირება

Read More

პლაცენტური ბარიერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაცენტური ბარიერი – / სისხლთაშორისი მემბრანა / (membrana interhaemalis / mininentum placentale / ) ქსოვილთა ერთობლიობა ქორიონული ეპითელიუმი, ქორიონის ხაზების შემაერ­თებელი ქსოვილი, ქორიონის სისხლძარღვთა ენდოთელიუმი, რომელიც ხელს უშლის ჩანასახისა და დედის სისხლის შერევას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ორალური ავტომატიზმის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორალური ავტომატიზმის რეფლექსი – ფილოგენეტიკურად უძველესი პროპრიოცეპტული რეფლექსების ჯგუფი, რომელთა რეფლექტორული რკალის ფორმირებაში მონაწილეობას ღებულობენ სამწვერა, სახისა და ენისქვეშა ნერვები, რომლებიც ანერვიანებენ პერიორალურ კუნთებს. ფიზიოლოგიურად ითვლება ბავშვობის ასაკში – 2 – 3 წლამდე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლინდუზი – დეჟერინის დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლინდუზი – დეჟერინის დისტროფია – მემკვიდრეობითი დაავადება: ბეჭ – მხარ – სახის კუნთის დისტროფიის ვარიანტი, რომელიც ვლინდება ბავშვობის ან ყრმობის ასაკში სახისა და მხრის სარტყლის კუნთების სისუსტითა და წონის შემცირებით, ზოგჯერ ასიმეტრიული. მოგვიანებით ჩაერთვება წინამხრის, მენჯის სარტყლის კუნთები. დამახასიათებელია ნელი პროგრესირებადი მიმდინარეობა სტაბილიზაციის პერიოდებით. გადაეცემა ავტოსომურ –

Read More