Tag Archives: სისუსტითა

რინოვირუსული დაავადება

რინოვირუსული დაავადება

რინოვირუსული დაავადება, რინოვირუსული დაავადება – ეტიოლოგია, პათოგენეზი, რინოვირუსული დაავადება – კლინიკური სურათი, რინოვირუსული დაავადება – დიაგნოსტიკა, რინოვირუსული დაავადება – გართულებები, მკურნალობა, პროფილაქტიკა >>>

Read More

რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

Read More

პერიოდული დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული დამბლა – (პაროქსიზმული მიოპლეგია) მეტაბოლური მიოპათიების საერთო სახელწოდება, რომლებიც ვლინდება განმეორებადი კუნთოვანი სისუსტითა და დაკავშირებულია სისხლში კალიუმის შემცველობის ცვლილებასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პანციტოპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანციტოპენია – სისხლის ყველა ფორმიანი ელემენტის დაბალი შემცველობა (ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების). შესაძლო მიზეზებია: ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება, ძვლის ტვინის ჩანაცვლება, ჰიპერსპლენიზმი და სხვ. ვლინდება მზარდი სისუსტითა და ადვილად დაღლილობით, კანის საფარვლის სიფერმკრთალით ანემიზაციის გამო, სისხლდენებით თრომბოციტოპენიის გამო, ინფექციებით ნეიტროპენიის გამო. მკურნალობა: სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა,

Read More

მაკ – არდლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ – არდლის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, გლიკოგენოზის სახესხვაობა. დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფორილაზის უკმარისობასთან კუნთებში, რაც იწვევს მათში გლიკოგენის დაგროვებას. ვლინდება ბავშვობის ასაკში კუნთების ტკივილებით, სისუსტითა და მსუბუქი ჰიპოტროფიით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მიოგლობინურია. მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

Read More