Tag Archives: უჯრედ

პანეტის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანეტის უჯრედები – (enterocyti cum granulo acidophilo) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები, რომლებიც უფრო ხშირია წვრილი ნაწლავის კრიპტების სიღრმეში. ეს უჯრედები ციტოპლაზმის აპიკა­ლურ ნაწილში შეიცავს ოქსიფილურ მარცვლოვანებას. უკანასკნელი ნაწლავის წვენის პეპტინურ აქტივობასთანაა დაკავშირებული. სინ. აპიკალურმარცვლოვანი უჯრედები . ამ უჯრედებს ასე უწოდეს პირველად მათი აღმწერი ჰისტოლოგ პანეტის გვარის მიხედვით. (ც.

Read More

ოსტეოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოციტები – (osteocyti ბერძნ.osteon – ძვალი და cytos – უჯრედი) – ძვლოვანი ქსოვილის უჯრედთა უმეტესი ნაწილი. მორჩებიანი ფორმის, კომპაქტური ბირთვისა და სუსტად ბაზოფილური ციტოპლაზმის მქონე უჯრედები. ძვლის მაღალდიფერენცირებული მომწიფებული უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას და უმეტესად მასში ამოქოლილ მდგომარეობაში არიან. ისინი ოსტეობლასტების დიფერენცირების ბოლო სტადიაა.

Read More