Tag Archives: ფერს

მელანინი

მელანინი – 1. შავი და მუქი ყავისფერი პიგმენტების საერთო სახელწოდება, რომელსაც შეიცავს თმა, კანი და ბადურა, ჩვეულებრივ, ცილებთან კომპლექსის სახით. 2. ყავისფერი ან შავი (ეუმელანინები) ან ყვითელი (ფეომელენინები) მაღალმოლეკულური, წყალში უხსნადი პიგმენტი. განსაზღვრავს ადამიანის კანის ფერს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კბილის დაბჟენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის დაბჟენა – კბილის კარიესული ღრუს დახურვა რომელიმე ხელოვნური საბჟენი მასალით. კბილის დაბჟენის მიზანია შეაჩეროს კბილის კარიესის განვითარება, აღადგინოს კბილის ანატომიური მთლიანობა და ფიზიოლოგიური ფუნქცია. კბილის დაბჟენამდე აუცილებელია კბილის მექანიკური დამუშავება – კარიესული ღრუს გახსნა, გაფართოება, დარბილებული შიგთავსის მოცილება, ღრუს ფორმირება, ქიმიური დამუშავება, გამოშრობა და დაბჟენა. მკურნალობის

Read More