Tag Archives: ფლეგმონა

ფლეგმონა

ფლეგმონა ყბის ირგვლივი ფლეგმონა (perimaxillary phlegmon) – ყბა-სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებშორისი  ქსოვილის  ჩირქოვან-დიფუზური ანთება. ფლეგმონა – ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი უკავშირდება რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევას და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობას. ფლეგმონის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ყბის ოსტეომიელიტი, კბილის მწვავე მწვერვალისირგვლივი დაავადებები, ლიმფადენიტი და სხვ. ფლეგმონა – სიმპტომები.

Read More

ფლეგმონა

ფლეგმონა phlegmon

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფლეგმონა ქსოვილთა ჩირქოვანი გალღობა. ფლეგმონის მიერ დაზიანებული შრეების მიხედვით განასხვავებენ კანქვეშა, სუბფასციურ და კუნთთაშორის ფლეგმონას. ფლეგმონა შესაძლებელია განვითარდეს შუასაყარშიც, რეტროპერიტონეუმში, გულმკერდისა და მუცლის კედლებში. ინფექციის გამომწვევია სტრეპტოკოკები, ანაერობული და ლპობითი მიკროორგანიზმები. ინფექციის შეჭრის კარი ხშირად ჭრილობებია. თავდაპირველად ადგილი აქვს ქსოვილთა სეროზულ ინფილტრაციას; მე-2-3 დღეს ვლინდება სეროზულ-ჩირქოვანი (სტრეპტოკოკები), ჩირქოვანი (სტაფილოკოკები) ან იქოროზული (ლპობითი ინფექცია) გამონადენი. დაინფიცირებული მიდამო და მეზობელი ქსოვილები ინფილტრაციული და შეშუპებულია, კანი ჰიპერემიულია; აღნიშნული ზონა პალპაციით მტკივნეულია. თუკი მიღებული არ იქნა შესაბამისი ზომები, ანთებით-ნეკოზული პროცესი პროგრესირებს. რიგ შემთხვევებში დაავადებას აქვს ელვისებრი მიმდინარეობა, რაც ვლინდება ანთების სწრაფი პროგრესირებითა და სეპტიკური მოვლენების განვიტარებით. შესაძლებელია წარმოიქმნას ჩირქოვანი თრომბოფლებიტის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის საშიშროება.

Read More