Tag Archives: შერწყმული

ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევროპათია – 1. კონსტიტუციურად განპირობებული ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობა, შერწყმული მის მომატებულ გამოფიტვასთან; აღინიშნება ბავშვთა ასაკში; 2. პერიფერიული ნერვების დისტროფიული ხასიათის დაზიანებების საერთო სახელწოდება, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზებით (ინტოქსიკაცია, ვიტამინური უკმარისობა და სხვ.) და ხასიათდება პოლიმორფული კლინიკური სურათით (მოძრაობითი და მგრძნობელობითი დარღვევები, კუნთოვანი ჰიპოტონია და სხვ.) გაფრთხილება!

Read More

მაჩალო – ჯოზეფის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაჩალო – ჯოზეფის დაავადება – მემკვიდრეობითი სპინოცერებრული დეგენერაციის სახესხვაობა, რომელიც ვლინდება პროგრესირებადი ნათხემოვანი ატაქსიით, შერწყმული თვალის კაკლების მოძრაობის შეზღუდვასთან, პირამიდული, ამიოტროფიული, ექსტრაპირამიდული სინდრომებთან, პოლინევროპათიასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა