Tag Archives: ჩამოყალიბდა

ცდისეული მეცნიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდისეული მეცნიერება – მეცნიერების სახე, რომლის შედეგები ცდის მონაცემების განზოგადებითაა მიღებული და მათი ემპირიული შემოწმება პრინციპულად შესაძლებელია. ცდისეული მეცნიერება ძირითადად ემყარება ექსპერიმენტის ჩატარებას, მისი შედეგების დაკვირვებას, აღწერასა და ინდუქციას. ცდისეული მეცნიერების შინაარსი ალბათურია და ცდის სრულყოფის კვალობაზე იცვლება. ცდისეული მეცნიერება განსხვავდება თეორეტ. მეცნიერებისაგან, რომელიც თავის დებულებებს აფუძნებს

Read More

ფსიქიკა (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკა (ფსიქოლოგია) – საგნობრივ სამყაროსადმი ცოცხალი არსებების ურთიერთკავშირის უმაღლესი ფორმა, გამოხატული მათი უნარით მოახდინონ რეალიზება თავიანთი განზრახვებისა და იმოქმედონ მათ შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. ფსიქიკა ადამიანის დონეზე იძენს თვისებრივად ახალ ხასიათს, იმდენად, რომ მისი ბიოლოგიური ბუნება გარდაიქმნება სოციოკულტურული ფაქტორებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცხოველქმედების შინაგანი გეგმა – ცნობიერება, ხოლო

Read More

რევმატიული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რევმატიული დაავადებები – თანამედროვე რევმატოლოგია ჩამოყალიბდა მედიცინის დამოუკიდებელ დარგად, რასაც ხელის შეუწყო ე. წ. რევმატიული დაავადებების დიდმა რიცხვმა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან უპირატესად საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის დაზიანების პრინციპით. ამასთან დაკავშირებით, ტერმინმა ,,რევმატიული“ შეიძინა  არართმნიშვნელოვნება და შესაძლოა მივაკუთვნოთ როგორც ჭეშმარიტ რევმატიზმს –  სოკოლსკი  –  ბუიოს დაავადებას (რევმატიული კარდიტი,

Read More

მეცნიერებათმცოდნეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეცნიერებათმცოდნეობა – დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მეცნიერების ფუნქციონირებასა და განვითარებას, მეცნიერული ცოდნისა და მეცნიერული მოღვაწეობის სტრუქტურას და დინამიკას, მეცნიერების ურთიერთმოქმედებას სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან და საზოგადოების მატერიალური და სულიერი ცხოვრების სფეროებთან. მეცნიერებათმცოდნეობა, როგორც დამოუკიდებელი კომპლექსური დისციპლინა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გამოკვლევას ისტორიაში, სოციალოგიაში, ეკონომიკაში, ლოგიკაში, მეცნიერების ფსიქოლოგიაში, მეცნიერებათმეტრიასა და რიგ

Read More

ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების ონტოგენეზური განვითარების კანონზომიერებებს. იგი ჩამოყალიბდა უკანასკნელ ათწლეულში ექსპე­რიმენტული ემბრიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ციტოლოგიის მიღწევათა საფუძველზე. ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგიის ამოცანაა განვითარებად ინდივიდში მიმდინარე მაკრო და მიკრომორფოლოგიური, ფიზიოლოგიურ – ბიოქიმიური, მოლეკულუ­რი­ და გენეტიკური პროცესების გამოკვლევა, ცხოველთა, მცენარეული ორგანიზმებისა და, აგრეთვე, ერთუჯრედიან

Read More