Tag Archives: ჩასახვა

გონადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გონადა – (gonada ლათ.gonos, gonadis – სასქესო ჯირკვალი, ბერძნ. gone – ჩასახვა, aden – ჯირკვალი, სინ.სასქესო ჯირკვალი) ორგანო, რომელშიც წარმოიქმნება ან (როგორც უმაღლეს ხერხემ­ლიანებსა და ადამიანში) მხოლოდ მრავლდება, იზრდება და მწიფდება სასქესო უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ამნიოგენეზი

ამნიოგენეზი – (amniogenesis ბერძნ.amnion – კრავი და genesis – ჩასახვა, წარმოქმნა) ამნიონის წარმოქმნის პროცესი; ადამიანსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში მიმდინარეობს ჩანასახოვანი ფარის ფიალასებრი ჩაღრმავების კიდეების შერწყმის გზით. ამნიონი ასრულებს მკვებავ (ადრეულ სტადიებზე), დამცველობით, ენდოკრინულ (გამომ­ყოფ) ფუნქციებს, მონაწილეობს წყალ – მარილოვან ცვლაში და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More