Tag Archives: წარმოიქმნება

სინციტიური ტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინციტიური ტროფობლასტი – (syncytiotrophoblastus, syn­trophoblastus) ადამიანის ჩანასახის ტროფობლასტის გარეთა სიმპლასტური ნაწილი, რომელიც იმპლანტაციის პროცესში წარ­მოიქმნება და მკვეთრად გამოხატული ჰიდროლიზური და ინვაზიური თვისებების გამო უზრუნველყოფს იმპლანტაციას. იმპლანტაციის პროცესში ბლასტოციტის პირველადი ტროფობლასტი (ციტოტრო­ფობლასტი  –  cytotrophoblastus) ლორწოვან გარსთან შეხების ადგილას გარდაიქმნება პლაზმოდიოტროფობლასტად  –  ინვაზიურ პლაზმოდიუ­მად, ტროფობლასტს ზედაპირზე უვითარდება გამონადრეკები  – 

Read More

მეტორიზისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტორიზისი – (metorisis ბერძნ.meta – შემდეგ და oriso – გამოსაზღვრა) მეზობელ ემბრიონულ ნერგებს შორის ფრონტალური საზღვრების გადაადგილების პროცესი. ფილო და ემბრიოგენეზის დროს, რომლის შედეგადაც ერთი ნერგის მასალა შესაძლებელია იყოს გან­ლაგებული იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ეკავა სხვა ემბრიონულ ნერგს. მეტორიზისის ტიპური მაგალითია ექტოდერმული და ენდოდერ­მული ეპითელიუმის მასალის გადაადგილება

Read More

მეზენქიმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზენქიმა – 1. (mesenchyma ბერძნ.mesos – შუა, შუამდებარე, enchyma – რაიმე ჩასხმული, ვავსებ) ფაშარად განლაგებული მორ­ჩებიანი, ბადისებურად ერთმანეთთან დაკავშირებული შერეული წარ­მოშობის უჯრედების – მეზენქიმოციტების (mesenchymocytus – მეზენქიმური უჯრედი) ერთობლიობა, რომლებიც ამოავსებენ ჩანასახის სხეულის პირველად ღრუში შუალედებს ორგანოთა და ქსოვილთა უფრო მკვრივ ნერგებს – ჩანასახოვან ფურცლებს შორის. შიგა

Read More

დისკობლასტულა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისკობლასტულა – (discoblastula) ბლასტულა, რომელიც წარ­მოიქმნება არასრული, არათანაბარი და დისკოიდური დაყოფის შედე­გად. დისკობლასტულა დისკოიდური დაყოფის შედეგია: დაყოფის ღრუს წარმოქმნა (სახეშეცვლილი ბლასტოცელი) ჩანასახოვან დისკოსა და ყვითრს შორის (ძვლოვანი თევზებში, რეპტილიებსა და ფრინველებში). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება.

Read More