ხახისუკანა აბსცესი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ხახისუკანა აბსცესი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.)წარმოიქმნება ხახის უკანა, ხერხემლის წინა ლიმფური კვანძების დაჩირქების შედეგად. ვლინდება უპირატესად ადრეული ბავშვობის პერიოდში მისუსტებული ბავშვებში, ხშირად ანგინების, მწვავე რინოფარინგიტების შემდეგ. სიმპტომები. ხახის უკანა კედლის წინ ამობურცვა და ჰიპერემია. ტემპერატურის მომატება 39 – 40 გრადუსამდე, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, დუდღუნა