Tag Archives: ჰიპოქრომული

ციულცერ – ოგდენის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციულცერ – ოგდენის დაავადება – (W. W. Zuelzer, ამერ. პედიატრი; F. N. Ogden, ამერ. ექიმი) ჰიპოქრომული ანემია ჩვილ ბავშვებში, რომელიც განპირობებულია საკვებში ციანკობალამინის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავას უკმარისობით; ხასიათდება ჰემორაგიული დიათეზით, ჰემოპოეზის მეგალობლასტური ფორმით, ჰეპატოსპლენომეგალიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი – (haemosiderosis idiopathica pulmonum; ბერძ. Idios საკუთარი, განსაკუთრებული + pathos ავადმყოფობა; სინ.: ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი, ცელენ – გელერსტედტის დაავადება)დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში განმეორებითი სისხლჩაქცევებით, ფილტვების სკლეროზისა და ჰემოსიდეროზის განვითარებით, ანემიით. დაავადება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, ავადდებიან უპირატესად ბავშვები 3 – 8 წლის ასაკში; აღინიშნება ოჯახური

Read More

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ფერადობის მაჩვენებელი – პირობითი ერთეული, რომელიც ახასიათებს თითოეული ერითროციტის ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს; გამოიყვანება ჰემოგლობინის შემცველობის შეფარდებით ერითროციტების რიცხვთან. მისი დაქვეითება მიუთითებს ერითროციტების ჰემოგლობინით არასაკმარის გაჯერებაზე (ჰიპოქრომული ანემიები – რკინადეფიციტური, თალასემია); მომატება აღინიშნება ერითროციტების მოცულობის გაზრდისას (ჰიპერქრომული ანემიების – პერნიციოზული, აუტოიმუნური, ჰემოლიზური და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

პლამერ – ვინსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლამერ – ვინსონის სინდრომი – (H. S. PIummer, ამერ. თერაპევტი; P. P. Vinson, ამერ. ექიმი) დაავადება, რომელიც განპირობებულია რიბოფლავინისა და ფოლიუმის მჟავას უკმარისობით და ხასიათდება დისფაგიით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის ატროფიით, ფრჩხილების დისტროფიით, ჰიპოქრომული ანემიით, სისხლში რკინის შემცველობის შემცირებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ოსლერ – რანდიუს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსლერ – რანდიუს დაავადება – (W. Osler, ინგლ. ექიმი; სინ.: ოსლერის დაავადება, ჰემორაგიული ანგიომატოზი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება წვრილი სისხლძარღვების (ვენულებისა და კაპილარების) ლოკალური გაფართოებით მათი სტრუქტურული არასრულფასოვნების გამო და ჰემორაგიების გამოვლინებებით. სისხლდენის მოცემული ფორმა წარმოადგენს სისხლძარღვოვან დაავადებას, იმდენად, რამდენადაც ოსლერ – რანდიუს დაავადების დროს კოაგულაციური და

Read More