Tag Archives: დიათეზის

სტიუარტ – პრაუერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიუარტ – პრაუერის დაავადება – X ფაქტორის დეფიციტი, ჰემორაგიული დიათეზის თანდაყოლილი ფორმა. გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. დაავადება მჟღავნდება ბავშვობაში. დამახასიათებელია სიხლდენა ცხვირიდან, ლორწოვანიდან, საშვილოსნოდან უმიზეზოდ ან მცირე ტრავმის მიღების შემდეგ. სისხლჩაქცევები აღინიშნება კანქვეშ, კუნთებში. ჰემართროზი იშვიათია. ქალებში მენსტრუაცია გახანგრძლივებულია. ჰემოგრამა ნორმალურია. კოაგულაციურ სისტემაში თრომბოპლასტინის დრო გახანგრძლივებულია.

Read More

რევილის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რევილის დაავადება – რევოლის სინდრომი. ესენციური ჰემორაგიული თრომბოციტემია. ჰიპერთრომბოციტული მიელოზი. ესენციური თრომბოციტემიისა და ჰემორაგიული დიათეზის შერწყმა. ნიშნები: სისხლდენა ცხვირიდან, კუჭიდან და ნაწლავებიდან, სპლენომეგალია, თრომბოზები და თრომბოფლებიტები, ჰიპერპროტეინემია, ერითროციტოზი, თრომბოციტოზი, მეგაკარიოციტოზი. დაავადება ვლინდება ხანშიშესულთა ასაკში. სინონიმი: მორტენსენის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More