Tag Archives: კიდურებისა

რიგიდობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიგიდობა – 1. rigiditas  (ფსიქოლოგიაში) ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც დაქვითებულია ფსიქიკური პროცესების შეგუების უნარი გარემოს ცვლადი მოთხოვნებისადმი; აღინიშნება რიგი ფსიქიკური დაავადებების დროს. 2. რიგიდობა – კიდურებისა და სხეულის კუნთების ტონუსის მკვეთრად მომატება, ძირითადად გამშლელების, რაც იწვევს დამახასიათებელი პოზის ჩამოყალიბებას: ზურგი რკალისებურად მოხრილია, თავი გადაგდებულია უკან, კიდურები დაჭიმულია. გაფრთხილება!

Read More

ნიგარდ – ბრაუნის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიგარდ – ბრაუნის სინდრომი – (К. К. Nygaard; G. Е. Brown; სინ. ნიგარდ – ბრაუნის დაავადება) უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქვედა კიდურებისა და მენჯის არტერიების მრავლობითი განმეორებადი თრომბოზით, სისხლის დაჩქარებული შედედებით და სისხლდენის დროის შემოკლებით თრომბინის ინდექსის ცვლილების გარეშე: ვლინდება ძლიერი ტკივილებით წვივის კუნთებში, ხანგამოშვებითი სიკოჭლით;

Read More