Tag Archives: შეღებვადი

ქრომოფობური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოფობური უჯრედები – (cellulae chromophobae ბერძნ.chroma  –  ფერი და phobos  –  შიში)  ჰიპოფიზის წინა წილის სუსტად შეღებვადი  უჯრედები, რომლებიც ფუნქციონირებადი ქრომოფილური  უჯრედების განვითარების წყაროა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კარიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოსომები – (caryosomata ბერძნ.caryon  –  ბირთვი და soma, somatos  –  სხეული; სინ. ქრომოცენტრები) უჯრედის ბირთვში მსხვი­ლი და მკვრივი ინტენსიურად შეღებვადი ქრომატინის ბელტები, რომ­ლებიც გარეგნულად ბირთვაკების მსგავსია, ამიტომ კარიოსომებს ზოგ­ჯერ ქრომატინულ ანუ ცრუ ბირთვაკებს უწოდებენ. ნამდვილი ბირთვა­კებისაგან ისინი განსხვავდებიან ქიმიური შედგენილობით, რისი განსაზღვრაც ადვილია პირონინით დიფერენცირებული შეღებვის გამოყე­ნებით.

Read More