Tag Archives: ამცირებს

წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წარმოების კომპლექსური ავტომატიზაცია – (ინტ.) complex automation manufacturing საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის მეთოდოლოგია, დაფუძნებული კომპიუტერების გამოყენებაზე. აერთიანებს საპროექტო სამუშაოებს, ტექნოლოგიურ საშუალებებს, დაგეგმვის, კონტროლის, მართვისა და აღრიცხვის სისტემებს. კომპლექსური ავტომატიზაციის სისტემის დანერგვის შედეგად, საწარმო არსებითად ამცირებს ზედნადებ ხარჯებს, დაფინანსების დანახარჯებს, წარმოების ნარჩენებსა და წუნს, უზრუნველჰყოფს ნედლეულისა და ენერგიის ეკონომიას.

Read More

მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მცირე ქორეა (რევმატიული ქორეა, სიდენგამის ქორეა) – რევმატიზმის ერთ – ერთი გამოვლენა, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ვითარდება ბავშვობისა და მოზარდთა ასაკში და უკავშირდება ანტინეირონალური ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ბაზალური განგლიების ანტიგენებთან. წარმოიქმნება რევმატიზმის მწვავე შეტევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ჰიპერკინეზი წარმოიქმნება მწვავედ ან ქვემწვავედ. ხორხისა და

Read More

ექსუდაციური ენტეროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაციური ენტეროპათია – (ბავშვებში) დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პლაზმის ცილების მომატებული დაკარგვით კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, შეწოვის მოშლისა და ჰიპოპროპტეინემიის მოვლენებით, ასევე შეშუპებებით, ფიზიკური განვითარების შეფერხებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. განასხვავებენ პირველად (მემკვიდრულ) და მეორად (შეძენილ) ექსუდაციურ – ენტეროპათიას. ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ლიმფანგიექტაზია ნაწლავის შემოფარგლულ

Read More

ენტროპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენტროპია – (ინტ.) entropy ინფორმაციის თეორიის ფუნდამენტური ცნება, რომელიც საინფორმაციო სისტემის შინაგანი მოუწესრიგებლობის ზომას განსაზღვრავს. ჩაკეტილი სისტემის ენტროპიას და მოუწესრიგებლობას ყოველთვის ზრდის ტენდენცია გააჩნია; თუ სისტემა, ვთქვათ, ლოკალური ქსელი, ჩაკეტილი არაა და ერთის მხრივ, ურთიერთქმედებს მომხმარებლებთან და მეორე მხრივ ინტერნეტთან, მისი ენტროპია ზრდის ნაცვლად შეიძლება შემცირდეს და

Read More

დიკროცელიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიკროცელიოზი – შინაური და გარეული ცხოველების (იშვიათად ადამიანის) ჰელმინთოზური დაავადება. იწვევს ლანცეტისებრი ფორმის პარაზიტი Dicrocoelium lanceatum. გავრცელებულია ყველგან. ვითარდება შუალედი (ხმელეთის ლოკოკინები) და დამატებითი მასპინძლების (ჭიანჭველები) მონაწილეობით. დიკროცელიოზით ცხოველი ავადდება საძოვარზე. დიკროცელიუმი პარაზიტობს ნაღვლის სადინარში, იწვევს ანთებას. ამცირებს ცხოველის პროდუქტიულობას, ასუსტებს მას და ხშირ შემთხვევაში კლავს კიდეც.

Read More