ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის კიბო – შეადგენს სიმსივნეების 1% – ს. ქალებში იგი 2 – ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების დაწყების საშუალო ასაკია 43 – 44 წელი. ჰისტოლოგიურად განსაკუთრებით ხშირია პაპილარული კიბო (60 – 70%); ფოლიკულური შეადგენს 30% – ს; იშვიათად ვლინდება ანაპლასტური და მედულარული კიბო. პაპილარული და
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დედიფერენცირება – (dedifferentiatio cellularum ლათ.de – უკან მოძრაობა და იხ.დიფერენცირება) უჯრედების სტრუქტურის გამარტივება, რომელიც დაკავშირებულია მათი სპეციალიზაციის თვისებების დროებით დაკარგვასთან. ასეთი მდგომარეობა იქმნება უჯრედზე ძლიერი გამღიზიანებლების მოქმედებით, რაც აღინიშნება მექანიკური, თერმული, ქიმიური ან სხვა სხივური დაზიანების, უჯრედების in vitro კულტივირების, მათი სიმსივნური გარდაქმნის დროს და ა.შ.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირ – ხახის ავთვისებიანი სიმსივნეები – აერთიანებს სასის ნუშურების, ენის ძირის და ხახის უკანა კედლის სიმსივნეებს. წარმოდგენილია უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი კიბოს სახით, გვხვდება ლიმფოეპითელიომები და კიბოს არადიფერენცირებული ფორმები. დაავადების პირველი სიმპტომებია ტკივილი ირადიაციით ყურში და ყლაპვის გაძნელება. ზოგჯერ ავადმყოფი ნუშურებში აღმოაჩენს ხორკლიან სიმსივნეს. შესაძლოა შეიცვალოს ხმის ტემბრი რბილი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელოლეიკოზი – ლეიკოზი, რომელის დროსაც სიმსივნური პროცესის წყაროს წარმოადგენს მიელოციტების წინამორბედი უჯრედი. ვითარდება ნებისმიერ ასაკში. მწვავე მიელოლეიკოზი (მიელობლასტური ლეიკოზი) ხასიათდება ძვლის ტვინში და სისხლში ახალგაზრდა, არადიფერენცირებული (ბლასტური) უჯრედების დაგროვებით. ვლინდება სისხლდენით, სიფერმკრთალით, ცხელებით, ტკივილით ძვლებში, შემთხვევათა ნახევარში ელენთის გადიდებით. პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა შესაძლოა იყოს მომატებული, ნორმალური