Tag Archives: გასქელება

ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი – გარგოილიზმი, ლიპოქონდროდისტროფია. მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის მიზეზია ქსოვილთა უჯრედების უუნარობა მოახდინონ მაღალმოლეკულური წონის ნივტიერების (მუკოპოლისაქარიდები) მეტაბოლიზმი. გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. კლინიკა: თავის არასწორი ფორმა, ჩავარდნილი ცხვირის ძვალი, ფართო ნესტოები, სქელი ტუჩები, ყურის ბიბილოების დეფორმაცია, რაც მოგვაგონებს, მახინჯ – გარგოლის სახეს, კანის გასქელება,

Read More

შულმანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შულმანის სინდრომი – მიეკუთვნება შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ დაავადებათა ჯგუფს. ხასიათდება წვივისა და წინამხრის დაზიანებით, ცვლილებებით კანის მხრივ. ჰისტოლოგიურად ხდება ფასციის გასქელება და ფიბროზი, ანთებითი პერივასკულური ინფილტრაცია ლიმფოციტებით, პლაზმოციტებით და ეოზინოფილებით. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შტეინერ – ბატენ – კურშმანის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინერ – ბატენ – კურშმანის დაავადება – მიოტონიკური დისტროფია. დამახასიათებელია სათესლე ჯირკვლების ატროფია, კატარაქტა, კუნთების (განსაკუთრებით სახის) მიოტონია, თვალის შიდა წნევის დაქვეითება, ნაადრევი გამელოტება (დასაწყისი შუბლიდან), გოთური რბილი სასა, ყლაპვისა დამეტყველების მოშლა. თავის ქალის ძვლების გასქელება, მცირე ზომის თურქული კჰხი, ფსიქიკის შეცვლა. ვლინდება ძირითადად საშუალო ან ხანშიშესულ

Read More

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More

ქრონიკული ეთმოიდიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ეთმოიდიტები – მიმდინარეობენ კატარული ანთებითი პროცესის ტიპით. ცხავის უჯრედების გამომტანი ხვრელების ირგვლივ წარმოიქმნება ლორწოვანი გარსის გასქელება, რომელიც წარმოადგენს წვრილ და მრავალრიცხოვან პოლიპებს. ავადმყოფები უჩივიან დამწოლ ტკივილს ცხვირის ფუძის და თვალბუდის შიგნითა კუთხის არეში. ყნოსვა დაქვეითებულია. რინოსკოპიით ვლინდება ჩირქი შუა ნიჟარის ქვეშ (ცხავის წინა უჯრედების დაზიანება) ან

Read More