Tag Archives: კეთილსაიმედო

ქრონიკული პერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული პერიტონიტი – ხშირად არის ტუბერკულოზური ეტიოლოგიის, წარმოიქმნება ინფექციის გავრცელების შედეგად მეზენტერული ან რეტროპეროტონეალური ლიმფური კვანებიდან ან საშვილოსნოს დანამატებიდან. შესაძლებელია ჰემატოგენური ინიფიცირება. დამახასიათებელია ქრონიკული ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურით. შესაძლებელია ტუბერკულოზური პერიტონიტის მიმდინარეობის ორი ვარიანტი: ასციტური და ფსევდოსიმსივნური. უკანასკნელ შემთხვევაში ანთება იწვევს ნაწლავის მარყუჟების შეხორცებას და მექანიკური

Read More

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More