Tag Archives: კლინიკურად

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More

ქონდროსარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდროსარკომა – ავთისებიანი ხრტილოვანი სიმსივნე. ხშირად ზიანდება მენჯის, მხრის სარტყლის, ნეკნების, ბარძაყისა და მხრის ძვლები. კლინიკურად ვლინდება ტკივილითა და შეშუპებით, რომელიც ზოგჯერ აღწევს საკმაოდ დიდ ზომებს. თავისი მაღალი ავთვისებიანი ხარისხით მოგვაგონებს ოსტეოგენურ სარკომას.  მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა