Tag Archives: კომპლექსს

გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება.

Read More

გასტროკარდიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტროკარდიული სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვლინდება გულის რიტმის დარღვევით, გულის ფრიალით, ცვლილებებით ეკგ – ზე, ტკივილებით გულმკერდის არეში, ქოშინით და სხვ., და წარმოიქმნება საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით კუჭის გადავსების და დიაფრაგმის მაღლა დგომის დროს.გასტროკარდიული სინდრომი – გასტროკარდიული სინდრომი (რემჰელდის სინდრომი) წარმოადგენს გულ – სისხლძარღვოვანი ცვლილებების კომპლექსს, რომელიც

Read More