Tag Archives: კუჭ

ანდერსენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანდერსენის სინდრომი – კუჭუკანა ჯირკვლის მემკვიდრეობითი კისტოზური ფიბროზი. მუკოვისციდოზი. პანკრეატობრონქოპულმონური კისტოზური ფიბროზი. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. პათოგენეზი არ არის დადგენილი. ავადმყოფის პანკრეასული და ბრონქულისეკრეტი, ასევე ნაღველი მომატებული წებოვნებისაა. პროცესში ჩართულია ლორწოვანის, სანერწყვე და საოფლე ჯირკვლები. ნატრიუმის შემადგენლობა ნერწყვსა და ოფლში 2 – 5 – ჯერ მატულობს.

Read More

ამილაზა

ამილაზა – ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს სახამებლის, გლიკოგენისა და მონათესავე პოლი და ოლიგო – საქარიდების ჰიდროლიზურ რეაქციებს. სისხლსა და შარდში ამილაზას მომატებული შემცველობის (აქტიურობის) განსაზღვრა გამოიყენება პანკრეატიტის სადიაგნოსტიკოდ, რომლის დროსაც ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის დაშლა და სისხლში ფერმენტის გამოყოფა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი