Tag Archives: მატულობს

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა – (ნერვ. დაავ.) ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმების გასკდომის შედეგად. სიმპტომები. დამახასიათებელია უეცრად განვითარებული მკვეთრი თავის ტკივილი, ღებინება, აგზნებადობა. სწრაფად ვითარდება მენინგეალური სინდრომი (იხ.). ჩვეულებრივ ტემპერატურა მატულობს მე – 2 – მე – 3 დღეს. ზურგის ტვინის სითხეში ჩნდება ახალი სისხლის მინარევი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More