Tag Archives: პნევმონია

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More

ფსევდოფურუნკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოფურუნკულოზი – (ბერძ. ბერძ. Pseudes ცრუ + ფურუნკულოზი; სინ.: ფინგერის ფსევდოფურუნკულოზი) საოფლე ჯირკვლების ანთება, გამოწვეული სტაფილოკოკებით. აღინიშნება ახალშობილებში, ხშირად ცუდი მოვლის დროს. კეფის, ზურგის, დუნდულოების მიდამოში ჩნდება სხვადასხვა ზომის მრავლობითი კანქვეშა ინფილტრატები, რომლის ზევით კანი მკვეთრი წითელია. გარკვეული დროის შემდეგ ინფილტრატები იხსნება და გამოიყოფა ჩირქი; შეხორცება მთავრდება

Read More