Tag Archives: რქოვანას

უნ – ტოსტის მემკვიდრული კერატოდერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნ – ტოსტის მემკვიდრული კერატოდერმია – (P. G. Unna; Thost) მემკვიდრული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება ხელისა და ფეხისგულებზე მასიური რქოვანი შრეების წარმოქმნით, რაც შერწყმულია ლოკალურ ჰიპერჰიდროზთან, ჰიპერონიქიასთან, ზოგჯერ მტავლობით ლიპომებთან, რქოვანას დისტროფიითა და ოლიგოფრენიით; გადაეცემა აუტოსომურ – დომინანტური და აუტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

უკანა რქოვანას ეპითელიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უკანა რქოვანას ეპითელიუმი – (epithelium posterius / corneae / ბერძნ.epi – ზევით, thele – დვრილი; ლათ.posterior – უკანა და cornea – რქოვანა) – ერთშრიანი ბრტყელი, ეპითელიუმი, შედგება პოლიგონური უჯრედებისაგან, ამოფენს რქოვანას უკანა ზედაპირს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა