Tag Archives: სტრეპტოკოკური

ეპიდერმოდერმიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიდერმოდერმიტი – ანთებითი პროცესი, რომელიც მოიცავს ერთდროულად დერმასა და ეპიდერმისს. ხშირია სტრეპტოკოკური, რომელიც ლოკალიზდება კიდურების კანზე, ქალებში – ძუძუს დვრილებზე და სარძევე ჯირკვლების ქვეშ. დამახასიათებელია დაზიანების ცალმხრივობა, კერის მკვეთრი საზღვრები, ტიპიური სტრეპტოკოკური ფლიქტენები მის ზედაპირზე და კერის მახლობლად. ხშირად აღინიშნება ძლიერი ქავილი. მკურნალობა: ანტიბიოტიკები, ადგილობრივად ანტისეპტიკური საშუალებები.

Read More

ენტეროკოკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენტეროკოკები – (ბერძ. Enteron – ნაწლავი) სტრეპტოკოკური ბაქტერიები, რომლებიც ბინადრობენ ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში; იწვევენ ენტერიტებს, კოლიტებს, ენდოკარდიტს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა