Tag Archives: ტვინისა

ჰიპერტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტენზიული სინდრომი – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა წნევის სტაბილური ან პროგრესირებადი მომატებით; მის განვითარებას განაპირობებს სიმსივნეები, აბსცესები, თავის ტვინის პარაზიტული დაავადებები, ქალა – ტვინის ტრავმული დაზიანებები, თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებები, ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის პარკუჭოვანი სისტემიდან სითხის გამოდინების დარღვევას, ან მის პროდუქციასა და რეზორბციას

Read More

შერყევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შერყევა – (ლათ. commotio) ქსოვილებისა და ორგანოების დახურული მექანიკური დაზიანება, რომელიც ხასიათდება მათი ფუნქციის დარღვევით, ნათლად გამოხატული მორფოლოგიური ცვლილებების გარეშე; ხშირად აღინიშნება თავის, ზურგის ტვინისა და გულმკერდის შერყევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სფინგოლიპიდოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სფინგოლიპიდოზები – მემკვიდრულ დაავადებების ჯგუფი, რომლებიც განპირობებულია სფინგოლიპიდების ცვლის დარღვევით, რომლებიც შედიან თავის ტვინისა და სხვა ორგანოების უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში. ვლინდება პროგრსესირებადი ჭკუასუსტობით, მოძრაობის დარღვევებით, საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის, კანის, თვალის ბადურას, შინაგანი ორგანოების დაზიანებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპინური არაქნოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპინური არაქნოიდიტი – ტვინის მაგარი გარსის ანთება და გასქელება, რომელიც ვლინდება ტკივილის სინდრომით კისერსა და ზურგში, ზურგის ტვინისა და ზურგის ტვინის ნერვების ფესვების ზეწოლის სიმპტომებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პროლაბირება თავის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროლაბირება თავის ტვინის – (ლათ. Prolabor წინ წაწევა) თავის ტვინისა და მისი გარსების გამოსვლა ქალას დეფექტიდან გარეთ. აღინიშნება ქალა – ტვინის ზოგიერთი ტრავმის დროს, ზოგჯერ ვითარდება ნეიროქირურგილი ოპერაციის შემდეგ, მათ შორის ინფექციური გართულებების დროს (ენცეფალიტი, აბსცესები და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More