Tag Archives: ქრომოსომა

უნივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნივალენტა – (univalenta ლათ. unus – ერთი) ერთეული, შეწყ­ვილებული ქრომოსომა პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოცი­ტების მეიოზის პროფაზის დროს. უნივალენტური ქრომოსომები თავის მხრივ შედგება ორი ქრომატიდისაგან, რის გამოც მათ დიადებს უწოდებენ. შეუწყვილებელი უნივალენტური ქრომოსომებისგან განსხვავებით, შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს უწოდებენ ბივალენტებს, ანუ ბივალენტურ ქრომოსომებს. ტერმინი „უნივალენ­ტა“ ჰეკელმა შემოიღო (1892).

Read More

ტრისომიკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრისომიკები – (trisomici ბერძნ.tri  –  სამი და soma, somatos  –  სხეული)   ანეუპლოიდური  უჯრედები, რომელთა დიპლოიდური ქრო­მოსომების ნაკრებს ემატება თითო – თითო ზედმეტი ქრომოსომა. ასეთი  უჯრედების ქრომოსომების ნაკრებში ერთი ქრომოსომა წარმოდგენილია სამჯერ და არა წყვილი ჰომოლოგიური ქრომოსომით, რო­გორც ჩვეულებრივ არის ხოლმე. პირობითად  უჯრედების  –  ტრისომიკების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება

Read More