ბანისტერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბანისტერის დაავადება – ანგიონევროზული შეშუპება. გიგანტური ურთიკარია. მწვავე შემოფარგლული შეშუპება. ალერგიული ან მემკვიდრეობითი დაავადება. დამახასიათებელია სწრაფი განვითარება და სპონტანური დასასრული, კანის, კანქვეშა ქსოვილისა და ლორწოვანი გარსის მორეციდივე შეშუპება. სინონიმებია: ქვინკეს შეშუპება, ანუ Read More …

ანგიოფიბრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოფიბრომა – (angiofibroma; ბერძ. Angeion – სისხლძარღვი, ლათ. fibra – ბოჭკო + oma სიმსივნე; სინ. ჰემანგიოფიბრომა) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვოვანი და ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილების შერწყმით. ლორწოვანი გარსების ანგიოფიბრომას აქვს პოლიპის სახე. Read More …

აბსცესი ღვიძლქვეშა

აბსცესი ღვიძლქვეშა – (abscessus subhepaticus) აბსცესი, რომელიც ლოკალიზებულია მუცლის ღრუში ღვიძლის ქვედა ზედაპირსა და ნაწლავის მარყუჟებს შორის; ვითარდება შემოფარგლული ჩირქოვანი პერიტონიტის შედეგად.

აბსცესი ნაწლავთშორისი

აბსცესი ნაწლავთშორისი – (abscessus interintestinalis) ნაწლავის მარყუჟებს შორის ლოკალიზებული აბსცესი; წარმოიქმნება შემოფარგლული ჩირქოვანი პერიტონიტის დროს.