Tag Archives: გიგანტური

შტეინბრინსკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინბრინსკის სინდრომი – ნივთიერებათა ცვლის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება. ახასიათებს პიოგენურ – ინფექციური პროცესების მორეციდივე მიმდინარეობა, ზოგადი ჰიპოპიგმენტაცია, ალბინიზმი, ოფლიანობა, ჰეპატოსპლენომეგალია, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, გენერალიზებული ლიმფადენოპათია, რაც დაკავშირებულია გრანულოციტების ფუნქციის დარღვევასთან. ნეიტროფილებში არის გიგანტური სხივგადამტეხი გრანულომები. პროგნოზი მძიმეა. ავადმყოფი იშვიათად აღწევს ოცი წლის ასაკს. სინონიმები: შტეინბრინკ – ბეგუეზ

Read More

სპირემული ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირემული ბირთვი – (nucleus spiremicus ბერძნ.spirema  –  შულო) ორფრთიანთა სანერწყვე ჯირკვლების  უჯრედების ინტერფაზური ბირთვი, რომელიც გამოირჩევა გიგანტური პოლიტენური ქრომო­სომების მუდმივი შემცველობით. სპირემული ბირთვები კარგი ობიექტია არა მარტო მიტოზის, არამედ ინტერფაზის დროსაც არსებუ­ლი ქრომოსომების ფაქიზი სტრუქტურის შესასწავლად. ტერმინი „სპირემული ბირთვი“ ეკუთვნის მარგარჯს (1941). ზოგჯერ სპირემულს უწოდებენ მიტოზის პროფაზის

Read More