Tag Archives: ცერებროსპინალურ

შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელ – ლაიხტენშტერნის ენცეფალიტი – ჰემორაგიული მენინგოენცეფალიტი, პირველადი ჰემორაგიული მწვავე ენცეფალიტი  –  მენინგოენცეფალიტი ინფექციურ – ალერგიული ბუნების, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევები თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დაწყება და მიმდინარეობა, კომატოზური მდგომარეობა, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნები, ცერებროსპინალურ სითხეში სისხლი. ყველაზე ხშირად იწვევს გრიპის ვირუსი. სინონიმი: ლაიხტენშტერნის სინდრომი.

Read More

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის – )  –  ვითარდება მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ხშირად 50 – 55 და 5 – 10 წლის ასაკში. 15 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების 70% – ს შეადგენს გლიობლასტომა და ავთვისებიანი ასტროციტომა, იშვიათად დიაგნოსტირდება ეპენდიმომა, გლიომა, ოლიგოდენდროგლიომა, მედულობლასტომა.

Read More