Tag Archives: სიმპტომები

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.

Read More

ბადურის სისხლძარღვების მწვავე გაუვალობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის სისხლძარღვების მწვავე გაუვალობა – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურის ცენტრალური არტერიის სპაზმი, ენდოკარდიტების, გულის მანკების დროს ბადურის ცენტრალური არტერიის ემბოლია; ათეროსკლეროზისა და სხვა დაავადებების დროს ბადურის არტერიების ან ვენების თრომბოზი. სიმპტომები. ცალ თვალში უეცარი სიბრმავე ან მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება. ბადურის ცენტრალური არტერიის სპაზმის

Read More