Tag Archives: სპერმატოზოიდი

გინოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გინოგენეზი – (gynogenesis ბერძნ.gyne – ქალი და genesis – განვითარება) სპერმატოზოიდით გააქტივებული კვერცხის განვი­თარება, როდესაც სპერმატოზოიდი შემდგომ აღარ მონაწილეობს ზი­გოტის განვითარების პროცესში. ამ მოვლენას უწოდებენ ცრუგანაყო­ფიერებას, ანუ ფსევდოგამიას. გინოგენეზის კორელატია (საპირისპირო) ანდროგენეზი, როდესაც პირიქით, კვერცხუჯრედის ბირთვი არ მონაწილეობს განვითარებაში. ტერმინი შემოიღო ვილსონმა ( 1913) . (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

გამეტა

გამეტა – მომწიფებული სასქესო უჯრედი; განაყოფიერების პროცესში გამეტების შერწყმით იწყება ახალი ორგანიზმის განვითარება მშობლების გენური პროგრამის მიხედვით.გამეტები – (gametae ბერძნ.gametes – მეუღლე – ქმარი და gamete – მეუღლე – ცოლი) მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედები – (სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი). იხ. უჯრედები სასქესო. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) (1)

Read More